Sunday, September 24, 2017

დღე მეოთხე

1.განმეორება(გავიხსენეთ ტრენინგის მესამე დღის მასალა,პროექტის გეგმაზე მუშაობისას სტანდარტის დაგეგმვა,მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა)
2.შეფასების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა(გადავედით ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე,აქ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება,განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები)

Saturday, September 23, 2017

მესამე დღე

განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. ეროვნული სასწავლო  გეგმიდან ამოვწერეთ 21-ე საუკუნის უნარებიდან ამოვწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.ასევე ვიმუშავეთ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.მივიღეთ რეკომენდაციები სამომავლოდ.ძალიან შინაარსიანი და შრომატევადი დღე იყო.

Sunday, September 17, 2017

დღე მეორე

დღეს ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე,შევეცდებით სახლში დავხვეწოთ ეს დავალება,დავიწყეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება.გავეცანით პუბლიკაციების მომზადებას სასწავლო პროექტების თემაზე

Saturday, September 16, 2017

დღე პირველი

დღეს განვიხილეთ მოდული1. პროექტებით სწავლება
გავეცანით ასევე პროექტებით სწავლების გზამკვლევს,დავათვალიერეთ ნიმუშები.ვისწავლეთ ჩეკლისტის მნიშვნელობა.შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები.განვიხილეთ სასწავლო პროექტის ნიმუშები