Saturday, October 14, 2017

მეცხრე დღე

გავიხსენეთ წინა დღეების მასალა,გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია,შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.კიდევერტხელ გადავამოწმეთ ჩვენი სასწავლო პროექტის საქაღალდე.ზალიან საინტერესო და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო .ვეზიარეთ 21 საუკუნის უნარ ჩვევებს.

Sunday, October 8, 2017

დღე მერვე

სასწავლო  პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს , ჩვენს ჩანიშნულ რესურსებს ,შეფასებებს ვისწავლეთ როგორ უნდა შეიქმნას და შეიცვალოს ბლოგი როგორ უნდა აიტვირთოს ბლოგზე ნამუშევრები, შეიქმნას და აიტვირთოს  ნამუშევრები ,,slideboom”-ში და ჩვენი ბლოგიც ნელ- ნელა დასრულდა
დღევანდელი ტრენინგი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა,

მოსწავლის სავარაუდო ნიმუში

Saturday, October 7, 2017

დღე მეშვიდე

1.გამეორებa(გადავხედეთ ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს რესურსებში შეფასების რუბრიკებს.საინტერესო რუბრიკები დავამატეთ ჩვენს საქაღალდის შეფასების ქვესაქაღალდეს)
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება(განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსის სახელძღვანელოს მეექვსე მოდულის პირველი აქტივობა ყველა მოსწავლის  საჭიროების გათვალისწინება.ტრენერმა გვაჩვენა ერთ-ერთი მასწავლებლის  პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის მიხედვით.ვნახეთ ზოგიერთი პედაგოგიური რეკომენდაცია(.რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს პროექტებზე მუშაობისას,რადგან მასწავლებლის მიზანია,ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი))
3.ბლოგზე მუშაობა_გაჯეტები(შევედით ბლოგებზე და ვისწავლეთ საათის გაჯეტი)
4.პროექტის გეგმაზე მუშაობა
5.რეფლექსია

დღე მეექვსე

დღეს განვიხილეთ მოსწავლის შეფასების სქემები, განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ვისაუბრეთ მოსწავლის ჩართვაზე შეფასებაში.

დღე მეხუთე

მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში

Sunday, September 24, 2017

დღე მეოთხე

1.განმეორება(გავიხსენეთ ტრენინგის მესამე დღის მასალა,პროექტის გეგმაზე მუშაობისას სტანდარტის დაგეგმვა,მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა)
2.შეფასების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა(გადავედით ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე,აქ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება,განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები)